GEO ENG
 

 







 

2012-12-18
კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები

სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში - „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ დარეგისტრირდა 25 საპროექტო განაცხადი შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით:

• მათემატიკური მეცნიერებები/ მათემატიკა, მექანიკა - 2 პროექტი;

• ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 7 პროექტი;

• სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები - 9 პროექტი;

• დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო - 7 პროექტი.

კონკურსის პროგრამა და პირობებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 3 ხარვეზიანი პროექტი. ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტთა და საკონკურსო კომისიის შეფასებების საფუძველზე, ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით საგრანტო დაფინანსება მიიღო 12 პროექტმა.

კონკურსის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულში:

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს მიმდინარე წლის 19 დეკემბრისა შემდეგი დოკუმენტაცია:

საჯარო სკოლამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება გენერალური დირექტორის სახელზე (იხ: განცხადების ფორმა);
2. პროექტისათვის გახსნილი მიზნობრივი ანგარიში ნომერი (გაცემული ბანკის მიერ);
3. საჯარო სკოლის დირექტორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სრული ასლი;
4. საჯარო სკოლის საინდენტიფიკაციო კოდი;
5. პროექტის მეცნიერ ხელმძღვანელისა და თანახელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების სრული ასლები და მათი პირადი ანგარიშის ნომრები (გაცემული ბანკის მიერ).

share