GEO ENG
 

 







 

2012-12-18
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამა (STEP) - იდეიდან ბაზრისკენ

2012 წლის 7 ოქტობერს გამოცხადდა აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF-Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) 2012 წლის ერთობლივი კონკურსი „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) - იდეიდან ბაზრისკენ“ ფარგლებში.

კონკურსის მიზანი იყო მეცნიერებისა და ბიზნესის დაახლოება, ინოვაციურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული იდეის ბაზარზე წარმოდგენის ხელშეწყობა, ყველაზე პერსპექტიული ახალი ტექნოლოგიების გამოვლენა და ფინანსური მხარდაჭერა, ამერიკელი ექპერტების სისტემატური საკონსულტაციო დახმარების უზრუნველყოფა.

კონკურსზე, დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, წარმოდგენილი იქნა ტექნოლოგიური ხასიათის, კომერციულ, სამოქალაქო (არასამხედრო) ამოცანებზე ორიენტირებული 35 საპროექტო წინადადება.

კონკურსის პირველ ეტაპზე, აშშ-ს და ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების შესაბამისად შემდგომი განხილვისთვის შერჩეული იქნა 10 საპროექტო წინადადება.

აღნიშნული საპროექტო წინადადებების განხილვა მოხდა ე.წ. საინოვაციო ფორუმზე აშშ-ს და ქართველ ექსპერტთა მიერ შემდგარი კომისიის წინაშე. კომისიის გადაწყვეტილებით და ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ერთობლივი დაფინანსებისთვის შეირჩა შემდეგი 4 პროექტი:

1. პროექტი: NeoOligos – ოლოგონუკლეოტიდების სინთეზი და ბიოინფორმატიკა
სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი: გიორგი კამკამიძე
ორგანიზაცია: საქართველოს ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი (MCCU)

2. პროექტი: მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი დაბალკალორიული საკვები
სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი: გელა სულაბერიძე
ორგანიზაცია: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

3. პროექტი: „გიომეტრინი“ - ცხოველთა პარაზიტული ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატი
სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი: ომარ ლომაძე
ორგანიზაცია: ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

4. პროექტი: “აპიპური“ - ამინომჟავებით, ვიტამინებითა და მინერალებით გამდიდრებული პური
სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი: გიორგი ჩახუნაშვილი
ორგანიზაცია: სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი

share