GEO ENG
 

 







 

2012-11-27
გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს (BMBF) კონკურსი, რომელიც შეეხება "ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან პარტნიორობას მეცნიერების, კვლევისა და განათლების სფეროში”

გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტრო (BMBF) აცხადებს კონკურსს, რომელიც შეეხება "ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან პარტნიორობას მეცნიერების, კვლევისა და განათლების სფეროში”.
საპროექტო განაცხადები უნდა შეეხებოდეს შემდეგ თემატიკას:

 ჯანმრთელობა და მედიცინა;
 კლიმატი, ენერგეტიკა, საკვები პროდუქტების წარმოება;
 კომუნიკაცია.

კონკურსი 2-ეტაპიანია. პირველ ეტაპზე საპროექტო განაცხადები სასურველია გაიგზავნოს გერმანულ ენაზე; განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია ინგლისურ ენაზე წარდგენა (ამ დროს აუცილებელია რეზიუმე გერმანულ ენაზე).
საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინოს (ელექტრონულად) გერმანელმა პარტნიორმა.
წარდგენის ბოლო ვადაა: 2012 წლის 15 დეკემბერი.
საკონტაქტო პირი:
გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს საერთაშორისო ბიუროს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი:
Dr. Kirsten Kienzler
Email: kirsten.kienzler@dlr.de
Phone: +49-228-3821 1458
Fax: +49-228-3821 1400

კონკურსის შესახებ მოკლე ინფორმაცია ინგლისურ ენაზე იხილეთ ბმულზე:

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:  http://www.internationales-buero.de/de/6059.php  

share