GEO ENG
 

 







 

2012-10-30
ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ახალგაზრდა მეცნიერებისთვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსში დარეგისტრირდა 107 საპროექტო განაცხადი შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით:

 ქართველოლოგია- 14 პროექტი;
 ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკური მეცნიერებები - 16 პროექტი;
 საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები - 10 პროექტი;
 საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები - 4 პროექტი;
 მათემატიკური მეცნიერებები/ მათემატიკა, მექანიკა - 8 პროექტი;
 ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები- 8 პროექტი;
 სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები - 16 პროექტი;
 სამედიცინო მეცნიერებები - 9 პროექტი;
 დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო - 13 პროექტი;
 აგრარული მეცნიერებები - 9 პროექტი.

კონკურსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო კონკურსიდან მოიხსნა 5 ხარვეზიანი პროექტი. დანარჩენები შესაფასებლად გადაეცა დამოუკიდებელ ექსპერტებს. საკონკურსო პროექტები შეაფასა 82 დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

ექსპერტების შეფასებების საფუძველზე ფონდმა დაადგინა პროექტების რანჟირებულ ნუსხა ცალკე მაგისტრებისთვის და დოქტორანტებისათვის და ცალკე დოქტორებისთვის. საკონკურსოდ გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით სულ გამარჯვებულად გამოვლინდა 77 პროექტი.

გთხოვთ, იხილოთ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 ოქტომბრის №24/10/10 განკარგულება ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის გრანტების გაცემის შესახებ.

კონკურსის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულში.

share