GEO ENG
 

 







 

2012-05-18
სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსს

ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას, მათ პროფესიულ წინსვლასა და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 12 თვეს. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 12 000 ლარს – მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის, ხოლო 15 000 ლარს დოქტორებისათვის.

ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე წელს კონკურსში ვერ შემოიტანს ერთზე მეტ პროექტს. ერთი და იგივე პირი ზედიზედ ორ ჯერზე მეტად ვერ იქნება კონკურსში გამარჯვებული.

პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2012 წლის 28 მაისიდან 11 ივლისის 24 სთ-მდე; კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდში წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 16 ივლისი, 18:00 საათი.ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:


პროგრამის კოორდინატორი მაკა ქაჯაია
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409);
ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share