ინფორმატიკის 24-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი ტურები გაიმართება
2012 წლის 19-20 მაისს ინფორმატიკის 24-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევი I და II ტური გაიმართება.
შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ 09:00 საათზე და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი).
მისამართი: ქ. თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი. კოსტავას №68
ინფორმატიკის 24-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე - IOI 2012 საქართველოს ნაკრები გუნდი, იტალიაში 23–30 სექტემბერს წარსდგება.
მონაწილეთა სია