GEO ENG
 

 







 

2012-04-25
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელს მეორედ მიიღებს მონაწილეობას. ბიოლოგიის პირველი და მეორე შესარჩევი ტურები 28 – 29 აპრილს გაიმართება.

მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2 (ფილარმონიის წინ).

შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ 09:00 საათზე და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი).


საქართველოს ნაკრები გუნდი ბიოლოგიის 23-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IBO 2012 სინგაპურში 8-15 ივლისს წარდგება.

იხ. ბმული:
ბიოლოგიის 23-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევ ტურებში მონაწილეთა სია

share