GEO ENG
 

 







 

2012-04-20
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები შემდეგი განრიგით გაიმართება:
21-22 აპრილი: ფიზიკისა და მათემატიკის პირველი და მეორე შესარჩევი ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ)
28 – 29 აპრილი: ფიზიკის, და მათემატიკის მესამე და მეოთხე შესარჩევი ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ)
28 – 29 აპრილი: ბიოლოგიის პირველი და მეორე შესარჩევი ტურები(მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ)
19 - 20 მაისი: ინფორმატიკის პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის დემირელის შ.პ.ს. ჩსდ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, გრიშაშვილის ქ. №1)

2012 წელს საქართველო დელეგაციებს შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარადგენს:
ა) ფიზიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ფიზიკის 43–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, IPhO 2011 (ესტონეთი, ტალინი 15-24 ივლისი);
ბ) მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება მათემატიკის 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2012 (არგენტინა, მარდელპლატა 4-16 ივლისი);
გ) ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ინფორმატიკის 24-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2012 (იტალია, სირმიონემონტიჩიარი 23–30 სექტემბერი);
დ) ბიოლოგიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ბიოლოგიის 23-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IBO 2012 (სინგაპური, 8-15 ივლისი).

შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ 09:00 საათზე და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი).

საერთაშორისო ოლიმიადების პროგრამა და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა სია საგნების მიხედვით იხილეთ თანდართულ ბმულებში:

 

share