GEO ENG
 

 







 

დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსი
2015-03-11

სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალური დირექტორის 2014 წლის 12 ნოემბრის N 111 ბრძანებაში  ცვლილება შევიდა

>>>
2012-02-20

ახალი საგრანტო კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერების, დოქტორანტების საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრაციის ხელშეწყობა უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერთა ჩართულობით.

კონკურსი შესაძლებელს ხდის საზღვარგარეთ მოღვაწე ქართული სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებას საქართველოს ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული განვითარებისთვის. ამასთანავე, გრან-ტი ხელს შეუწყობს თანამემამულე წარმატებულ მეცნიერებს მუდმივი საქმიანი კონტაქტი ჰქონდეთ სამშობ¬ლოსთან და აქტიურად ჩაერთონ საქართველოს სამეცნიერო საქმიანობის დონის ამაღლებაში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

საგრანტო პროექტის აუცილებელი მოთხოვნაა დოქტორანტს პროგრამის თანახელმძღვანელობას უცხოეთში მოღვაწე თანამემა¬მუ¬ლე შესაბამისი სამეცნიერო ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, საქართველოდან ემიგრირებული პირი ან მისი შთამომავალი უწევდეს.

პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 2 წელი. ფონდიდან მოთხოვნილი წლიური საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.

>>>
[1] > [2] > [3]